პროექტის მიზანი: მოსწავლეები მოახდენენ ცოდნის სისტემატიზაციას თავიანთი ქვეყნის უძველესი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ
პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები შექმნილ პროექტს გააკრავენ თვალსაჩინო ადგილას, რითაც დახმარებას გაუწევენ სხვებს გაეცნონ ინფორმაციას თავიანთი ქვეყნის ანტიკური კულტურის შესახებ.
მონაწილეთა ასაკი:14 წლის
ვადები:3 კვირა
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ დამოუკიდებელი სწავლის უნარ-ჩვევები,ასევე ანალიტიკური,შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარები,განივითარებენ თვითორგანიზაციისა და თვითპასუხისმგებლობის გრძნობას.
დაგეგმავენ და აწარმოებენ კვლევის პროექტს და გაიაზრებენ პროექტის პროდუქტს.
პროექტის მსვლელობა:პროექტში მონაწილეები თანხმდებიან ერთმანეთთან ურთიერთობის ფორმაზე,ერთად ავითარებენ პროექტის ინიციატივას,. რათა საქმიანობა იყოს გააზრებული და რაციონალური, თვითონ თანხმდებიან პროექტის მიზანზე, აქტივობებზე, მუშაობის პირობებზე და სავარაუდო შედეგებზე.ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეები ითვალისწინებენ ერთმანეთის შესაძლებლობებს და ინტერესების მიხედვით ინაწილებენ სამუშაოს, ეხმარებიან ერთმანეთს სხვადასვა სიტუაციაში.ასევე მუშაობის პროცესში ეწვევიან ისტორიულ მუზეუმს და დააკვირდებიან მათთვის საინტერესო ეპოქის ნიმუშებს,მოიძიებენ ეთნოგრაფიულ მასალებს და ისტორიულ წყაროებს. მასწავლებელი აწარმოებს მონიტორინგს პროექტის შექმნის პროცესზე.საჭიროების შემთხვევაში ახდენს მოსწავლის პროვიცირებას მისი პასიური მდგომარეობიდან აქტიურ მდგომარეობაში გადასაყვანად,რომ მან შეიძინოს ის აუცილებელი კომპეტენციები,რომლებიც გაუადვილებს პროექტზე მუშაობას.
ძირითადი რესურსები:ინტერნეტი,მუზეუმი,ისტორიული წყაროები,სახელმძღვანელო.
საგნებთან კავშირი: ისტ.
კრიტერიუმი
|
არადამაკმაყოფილებელი/1
|
დამაკმაყოფილებელი/2
|
კარგი/3
|
ამოცანები და განსახორციელებელი გზები
|
პროექტის გეგმით დასახული ამოცანები და განხორციელების გზები ვერ უზრუნველყოფს
მიზნის მიღწევას, რაც დასტურდება პროექტის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტით
|
პროექტის გეგმით დასახული ამოცანები და განხორციელების გზები უზრუნველყოფს
მიზნის მიღწევას,მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ აისახება პროექტის განხორციელების დამადასტურებელ
დოკუმენტში.
|
პროექტის გეგმასში ასახული ამოცანები და განხოერციელების გზები ზუსტად
არის გათვლილი და სრულად უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას,რაც პროექტის განხორციელების
დამადასტურებელ დოკუმენტში არის ასახული
|
მოსწავლეთა ჩართულობა
|
გეგმით გათვალისწინებულია მოსწავლეთა ჩართულობა,მაგრამ წარმოდგენილი
დოკუმენტაციით ეს არ დასტურდება.
|
წარმოდგენილი დოკუმენტები ადასტურებს მოსწავლეთა ჩართულობას მხოლოდ პროექტის
განხორციელების ეტაპზე.
|
წარმოდგენილი მასალები ადასტურებს მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას
პროექტის ინიცირებაში,გეგმის განხორციელებასა და შეფასებაში.
|
შედეგი
|
გეგმით განსაზღვრულია მოსალოდნელი შედეგები,თუმცა პროექტით ვერ მიიღწევა
წინასწარ დაგეგმილი შედეგი.
|
გეგმით განსაზღვრული შედეგი თვალსაჩინოა და დამაჯერებლად არის ჩამოყალიბებული,მაგრამ
პროექტის განხორციელებით მიღებული შედეგი სრულად ვერ ფარავს საბოლოო მიზანს.
|
გეგმით განსაზღვრული შედეგი თვალსაჩინოა და დამაჯერებლად არის ჩამოყალიბებული,პროექტის
განხორციელების შედეგები შესაბამისობაშია მიზანთნ,წარმოდგენილი დოკუმენტაციით მიღებული
შედეგები უზრუნველყოფს პროექტის მდგრადობას და მოსალოდნელ განვითარებას.
|